Thursday 20 May 2010

ფრანგული მოდის ტენდენციები

გაბრიელ ბონერ შანელი დაიბადა 1883 წელს დას. საფრანგეთში. იგი ადრეულ ასაკში დაობლდა. რის გამოც იზრდებოდა მონასტერში, სადაც შეისწავლა ჭრა-კერვა. მონასტრის დატოვების შემდეგ იგი მღეროდა კაბარეში სახელად “როტონდაშ”, სადაც მოიპოვა წარმატება და ფული. აქ დაერქვა მას მეტსახელი კოკო და გაიცნო მდიდარი ოფიცერი ეტიენ ბალზანი.
კოკოს ძალიან სურდა სიღარიბისგან თავის დაღწევა, ამიტომ დათანხმდა ეტიენს და გაყვა რუაიოს ციხესიმაგრეში საცხოვრებლად. კოკოს მუდმივად სხვის ხარჯზე ცხოვრება არ სურდა, ამიტომ მან დაიწყო ქალის შლაპების კერვა საკმაოდ წარმატებულად და ეტიენმა მას საკუთარი მაღაზია გაუხსნა. ცოტა ხანში მან გაიცნო შეძლებული ინგლისელი არტურ კეიპელი და გაყვა მას ცოლად. წერდნენ, რომ არტური მისი ერთადერთი დიდი სიყვარული იყო, რომელსაც ყველაფერს პატიობდა, სხვაზე ქორწინებასაც კი. იგი დიდხანს გლოვობდა არტურის ტრაგიკულ სიკვდილს. არტური დაეხმარა მას დაეწყო თავისი ცხოვრების მთავარი საქმე-ტანსაცმლის მოდელების შექმნა.
1910 წელს პარიზში კამბონის ქუჩაზე კოკო შანელმა გახსნა საკუთარი პატარა მაღაზია. მისი აზრით მან ეს იმ ორი მამაკაცის ხარჯზე შეძლო რომლებიც მას ინახავდნენ.მას პარიზში გამეფებული მოდა მეტისმეტად საგანგებოდ მოეჩვენა -ტუალეტის მყვირალა ფუფუნება, რომელზეც იხარჯებოდა უამრავი ქსოვილი, რთული ვარცხნილობები, დიდი რაოდენობით ძვირფასეულობა, კორსეტის არაბუნებრივი ფორმა.
http://i055.radikal.ru/1002/e9/0efe505f207a.jpg

პარიზის ოპერაში სიარულისას დიაგილევის “რუსული სეზონის” დროს, იგი აკვირდებოდა თეატრის ნიჭიერი მხატვრებს, როგორიც იყო ლ.ბაქსტი. სტრავინსკის ბალეტში “თამაში” იგი გააოცა და ამასთან ძალიან მოეწონა ტენისის მოთამაშეთა იმ დროისთვის შეუფერებელმა მოკლე ქვედაბოლოებმა.

მისმა წინათგრძნობამ, XX ს-ის მოთხოვნათა შეგრძნებამ, როცა მოდა აღარ შეესაბამებოდა საზოგადოებაში მიმდინარე სოციალურ ცვლილებებს, საშუალება მისცა კოკოს შეჭრილიყო ქალთა ცხოვრებაში, შეექმნა ქალის ახალი სახე, ტანსაცმლის ახალი ტრადიციულისგან განსხვავებული მოდელები.

http://i059.radikal.ru/1002/48/d6eb5ec9bc95.jpg
1917 წელს შანელი ,,გრანდ-ოპერის” პრემიერაზე თავისი ცნობილი მოკლედ ვარცხნილობით გამოჩნდა. თმა მოკლედ, ლამის ბიჭურად ჰქონდა შეკრეჭილი, რამაც მაშინდელი საზოგადოება გააოგნა. როგორც შემდეგ გაირკვა, გაზის გამათბობელი აფეთქებულა და კოკოს რამდენიმე კულული შეუწირავს. კოკოს მაკრატელი აუღია და მთლიანად შეუჭრია თმა. ამით მან ისეთი ფურორი მოახდინა, რომ მეორე დღესვე პარიზის მოდის მიმდევრებმა თმა მოკლედ შეიკრიჭეს.
ნამდვილი ელეგენტურობის საწყისად კოკო მიიჩნევდა ბუნებრიობას და სიმარტივეს. იგი არასოდეს ქმნიდა ესკიზებს, თავად უწევდა რეკლამას საკუთარ მოდელებს, იცმევდა რა მათ თეატრში, სეირნობისას და კიდებდა მაღაზიის ვიტრინაში. ამ გზით მან დაამკვიდრა თავისი სტილი, სუნამო, საყვარელი ყვავალი-თეთრი კამელია. ამბობდნენ, რომ მოდის შემქნით ის თავის თავს მოსავდა. კოკო და მისი მოდელები, მისი სტილი იზიდავდა გამბედაობით, თანამედროვეობით და სიახლით, რაც ასე ძალიან ჭირდებოდა XX ს-ის ქალს. “ჩემი ჩაცმის სტილი სხვების დაცინვას იწვევდა, სწორედ ამაში იყო ჩემი წარმატება, რადგან სხვების მსგავსად არ გამოვიყურებოდი”.
პირველი მსოფლიო ომის დროს კოკო იძულებული გახდა გამგზავრებულიყო შორეულ საკურორტო ქალაქ ბიარიცში. მისი მაღალი მოდის სახლი პოპულარული გახდა უბრალო და მოკრძალებული ტანსაცმლის გამო. ტრიკოტაჟის ქსოვილი”ჯერსი” ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო საწყობში ომის პერიოდში. მისგან წინდებს და საცვლებს კერავდნენ. მან პირველმა შექმნა მისგან კაბის და კოსტუმის მოდელები.

1907 წელს ეტიენ ბალზამმა შანელი პარიზში წაიყვანა. ეტიენის მთელი ფული კოკომ თავისი ატელიეს გახსნას მოახმარა. თვითონ კი ნორმალური ტანსაცმელიც არ ჰქონდა და ქმრის გარდერობიდან შეარჩია სამოსი – საჯირითო შარვალი, ჯემპრი და ჰალსტუხი. მალე ისე მოეწონა ასე ჩაცმა, რომ მსოფლიოს ყველა ქალს აიძულა შარველბით შემოსილიყვნენ!

ერთხელ მერლინ მონროს კითხეს: ,,რას იცვამთ ღამით?” სექსსიმბოლომ კი გულწრფელად უპასუხა: ,,რამდენიმე წვეთ ,,შანელ #5″-ს”. ეს სუნამო რუსმა ემიგრანტმა პარფიუმერმა – ვერიგინმა მოიფიქრა, რომელიც პარიზში კოკოს მეზობლად ცხოვრობდა – მან შესთავაზა ნატურალური ყვავილოვანი არომატები სინთეტიკურთან შეეზავებინა. მისი მეგობარი ქიმიკოსი – ერნესტ ბო ქმნიდა სუნამოებს სამეფო ოჯახისთვის. იგი კომპოზიციებს ქმნიდა ნატურალური ეთერზეთების და სინთეტიკური ჰაეროვანი ნივთიერებების შერევით და იღებდა უზუსტეს არომატებს. სწორედ მას მიმართა შანელმა თავისი ორიგინალური არომატის შესარჩევად და შესაკვეთად. არსებობს რამდენიმე ვერსია რატომ აირჩია მან რიცხვი 5. ერთი ვერსიით შეთავაზებული ფლაკონებიდან მან მეხუთე აირჩია (ხუთი მისი ბედნიერი რიცხვი იყო). თუმცა მასში ყვავილოვანი კომპონენტების მიჭარბე იყო, რაზეც კოკომ განაცხადა, რომ “ქალს ქალის სურნელი უნდა ჰქონდეს და არა ყვავილის”. ამის შემდეგ მოკრძალებული ფლაკონის შიგთავსმა, წარწერით “შანელი N5″ გააოცა პლანეტის ყველა ქალი თავისი განუმეორებლობით, ტკბილი არომატის დახვეწილობით. მან მსოფლიო სახელი და უდიდესი მოგება მოუტანა ერნესტ ბოს და კოკო შანელს.
მას მერე ხალხს უკვირს, კი მაგრამ სად არის სუნამო #1? ან თუნდაც სამი? ან პირველი ოთხი მცდელობა იმდენად წარუმატებელი იყო, რომ საზოგადოების სამსჯავროზე არც გამოიტანეს?
სულაც არა, თურმე, შანელს მთელი ცხოვრება ხუთიანი თავის იღბლიან რიცხვად მიაჩნდა. კოლექციის ჩვენებაც კი 5 რიცხვში დაიწყო. ამიტომაც უწოდა სუნამოს ასე.

http://s16.radikal.ru/i191/1002/0e/04b36da10633.jpg

1920 წელს ფრანგულ რევიერაზე კოკო დიდებულ თავად დიმიტრი რომანოვს შეხვდა, ნიკოლოზ II-ს ბიძაშვილს და რასპუტინის ერთ-ერთ მკვლელს. შეყვარებულებმა ერთად რამდენიმე წელი იცხოვრეს პარიზში.
დიდი სამამულო ომის დროს კოკო პარიზში დარჩა საცხოვრებლად ჰანს გიუნტერთან – ვერმახტის პოლკოვნიკთან. 1944 წელს კი მოდელიერი ბერლინში გაემგზავრა ფაშისტური დაზვერვის უფროს – შელენბერგთან. ის აპირებდა, შანელი ლონდონში ჩერჩილთან გაეგზავნა, რომელთანაც კოკო მეგობრობდა, რომ დროებითი ზავი გაეფორმებინა.

საფრანგეთის განთავისუფლების შემდეგ შანელი ქვეყნიდან გააძევეს გერმანელებთან კავშირის გამო.

დამქანცველი ომის შემდეგ ევროპაში 20-იან წლებში დაიწყო ეკონომიკური ზრდა, შეიცვალა ქალის როლი. კოკომ შექმნა თავისი თანამედროვე ქალის მოდური სახე-ბიჭური ფიგურა, მოკლე ვარცხნილობა, გარუჯულობა, რაც მანამდე ქალბატონებისთვის ცუდ ტონად ითვლებოდა. მამაკაცის შარვლები, კოსტუმები, მკაცრი პერანგები ჰალსტუხით, ნაკეცებიანი ქვედაბოლოები. ამ ყველაფერმა საბოლოოდ შეცვალა ქალის ჩაცმის სტილი. და ბოლოს უმაღლესი პილოტაჟი- გენიალური, მუხლებამდე სიგრძის შავი კაბა გრძელი სახელოებით და მომრგვალებული დეკოლტეთი. შავი ფერის მიუხედავად, კაბა მეტად ეროტიკულად გამოიყურებოდა:კაშკაშა წითელი პომადა, ხელოვნური მარგალიტის გრძელი მძივი, მსუბუქი ნავისებური ფეხსაცმელი და შანელი N5 ის არომატი ავსებდნენ კლასიკას. “პატარა შავი კაბა” გახდა არამარტო ეპოქის და არამედ კოკოს სახე, რომელსაც უყვარდა შავი ფერი და სილუეტის ელეგანტური ლაკონურობა. ჟურნალები წერდნენ, რომ ქალი, რომელსაც გარდერობში შანელის ერთი ნივთი მაინც არ აქვს, ის უიმედოდ არის ჩამორჩენილი მოდას.

კოკო შანელი გახდა მოდის აღიარებული კანონმდებელი. მისი მოდელების ქაღალდის თარგების გამოშვებას დაიწყო ამერიკული კომპანია “Mc Call Pattern Company”. მისი მოდის სახლი თავისი სალონით, მაღაზიით, ატელიეთი და კოკოს ბინით კამბონის ქუჩაზე, პარიზის განუყოფელი ნაწილი ხდება, შანელის კლიენტები მიეკუთვნებოდნენ მაღალი საზოგადოებას- მარლენ დიტრიხი, გრეტა გარბო, ჟაკლინ კენედი, ელიზაბეტ ტეილორი, ფრანსუაზა საგანი, რომი შნაიდერი და სხვები.
თავისი ინდივიდუალური სტილის შექმნის, ცალკეული პროპორციების, ფერთა გამის, ქსოვილის ფაქტურის დამუშავების გარდა კოკო ქმნიდა დამატებით აქსესუარებს და ბიჟუტერიასაც.
1924 წელს მან დაიწყო მოდური ბიჟუტერიის წარმოება ხელოვნური ქვებისგან დამზადებული ეფექტური მძივები და გულსაკიდები ამშვენებდნენ მის კოსტუმებს და კაბებს და ანიჭებდნენ ჩაცმულობას კონტრასტულობას და მოხდენილობას. 1929 წელს მან გახსნა აქსესუარების, ბიჟუტერიის და სუნამოების ბუტიკი. კოკოს აზრით სამკაულები ბევრი უნდა იყოს.. ისინი ეპოქაზე თავიანთ კვალს ტოვებენ, მე მსურდა, რომ ეს შანელის ბიჟუტერია ყოფილიყო თავად კოკო ატარებდა თავის ბიჟუტერიას ძვირფას სამკაულებთან ერთად, რათა ეჩვენებინა, რომ ოქრო ვერ ჩრდილავს მაღალი ხარისხის ბიჟუტერიას.
კოკო შანელი გარდაიცვალა 1971 წლის 10 იანვარს 88 წლის ასაკში.

გაუზიარე Facebook-ზე